თავსახნისი (Q125576152)

Summary from Ქართული ენა / Georgian Wikipedia (kawiki)

თავსახნისი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილო-დასავლეთ შტოქედ — შერთულის ქედ­ზე, მდინარე აჭარისწყლის ­მარცხენა შენაკადის — ჩირუხისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2597 მ. აგებულია ნეოგენური ვულკანოგენური ქანებით (გოდერძის წყება). თავსახნისის სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები დამრეცია, დანარჩენი — ციცაბო. დაფარულია სუბალპური ბალახეულით.

Wikidata location: 41.4811, 42.4897 view on OSM or edit on OSM

matches

login to upload wikidata tags

no matches found

Search criteria from Wikidata

view with query.wikidata.org

mountain (Q8502) natural=peak