[timeout:300][out:json]; ( node(around:1000,41.68167,44.80833)["natural"="mountain_range"][name]; way(around:1000,41.68167,44.80833)["natural"="mountain_range"][name]; rel(around:1000,41.68167,44.80833)["natural"="mountain_range"][name]; ); out center tags;
თაბორის ქედი — ქედი საქართველოში, თბილისის სამხრეთით. წარმოადგენს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებას, მდინარეების წავკისისწყლისა (ლეღვთახევი) და კრწანისისხევის წყალგამყოფს. აგებულია ვოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი - დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (600 მ) დასავლეთისაკენ (1000 მ). ჩრდილოეთი კალთის პირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები, ქედი შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით.
no matches found
mountain system (Q46831) | natural=mountain_range |