[timeout:300][out:json]; ( node(around:1000,41.70333,42.13028)["natural"="mountain_range"][name]; way(around:1000,41.70333,42.13028)["natural"="mountain_range"][name]; rel(around:1000,41.70333,42.13028)["natural"="mountain_range"][name]; ); out center tags;
ქობულეთ-ჩაქვის ქედი — ტექტონიკურ-ეროზიული ქედი საქართველოში, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. გამოეყოფა მესხეთის ქედს მწვერვალ ხინოსთან და გრძელდება სამხრეთ-დასავლეთისაკენ ერგეს ბორცვებამდე. ქედი მდინარეების აჭარისწყლის (სამხრეთით), კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის (ჩრდილოეთით) აუზების წყალგამყოფია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1100–1200 მ. მაქსიმალური სიმაღლე 2235 მ (მთა პერანგა). მესხეთის ქედს განედურად გამოეყოფა ქობულეთის ქედი, ხოლო ქობულეთის ქედს მერიდიანულად ჩაქვის ქედი. ქობულეთ-ჩაქვის ქედი აჭარას ორ ნაწილად ყოფს: ზღვისპირა და შიგა მთიან აჭარად. იგი ამავდროულად კლიმატგამყოფიცაა.
no matches found
mountain system (Q46831) | natural=mountain_range |