[timeout:300][out:json]; ( node(around:1000,41.89333,41.77500)["admin_level"][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; way(around:1000,41.89333,41.77500)["admin_level"][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; rel(around:1000,41.89333,41.77500)["admin_level"][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; node(around:1000,41.89333,41.77500)[place][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; way(around:1000,41.89333,41.77500)[place][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; rel(around:1000,41.89333,41.77500)[place][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; node(around:1000,41.89333,41.77500)[boundary=administrative][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; way(around:1000,41.89333,41.77500)[boundary=administrative][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; rel(around:1000,41.89333,41.77500)[boundary=administrative][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; node(around:1000,41.89333,41.77500)["historic"="archaeological_site"][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; way(around:1000,41.89333,41.77500)["historic"="archaeological_site"][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; rel(around:1000,41.89333,41.77500)["historic"="archaeological_site"][~"^(addr:housenumber|.*name.*)$"~".",i]; node(around:1000,41.89333,41.77500)[landuse=residential][name]; way(around:1000,41.89333,41.77500)[landuse=residential][name]; rel(around:1000,41.89333,41.77500)[landuse=residential][name]; ); out center tags;
ფიჭვნარი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, ქალაქ ქობულეთში, მის ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლთა დიდი ჯგუფი. უძველესია ადგილ ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, რომელიც ადრინდელი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და 2 ქრონოლოგიურ ჰორიზონტს შეიცავს. დასახლება წარმოქმნილია ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში, მიუტოვებიათ ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში. გამოვლენილია ადგილობრივი კერამიკა, ყუამილიანი ცულების ჩამოსასხმელი ყალიბები და ამგვარივე ცულის ხის მოდელი, ტიგელებისა და საბერველების საქშენი მილების თიხის მოდელები, თიხის მცირე ზომის ქანდაკებები, კაჟის ისრისწვერები, მტკვარ-არაქსის კულტურის სათუნეო ნაწარმის ნატეხები და ა. შ. ქვედა ჰორიზონტის სახლები (ჯარგვალები) უშუალოდ სილაზე დგას, ხოლო ზედა ჰორიზონტისა ხიმინჯებზე შემდგარ ბაქნებზეა გამართული. ქრონოლოგიურად ისპანის მომდევნოა მის ჩრდილოეთით, მდინარე ოჩხამურის ნაპირას გამოვლენილი ნამჭედურის გორანამოსახლარი. იგი შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულს წარმოქმნილა და ძვ. წ. II საუკუნემდე უარსებია. ნამჭედურის გარშემო და ჩოლოქ-ოჩხამურის შესართავთან სხვა ნამოსახლარებია, ხოლო შავიზღვისპირულ ტერასზე — ძვ. წ. VIII—VII საუკუნეების დიუნური სადგომები. ძვ. წ. VI—V საუკუნეებში ამ დასახლებათა ბაზაზე წარმოქმნილია ქალაქური ტიპის დასახლება, სადაც ძვ. წ. V საუკუნეში ბერძნული თემიც გაჩენილა. ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარზე ერთმანეთის გვერდით არის კოლხური თემებსა და ბერძნული თემის ვრცელი სამაროვნები, იქვეა ელინური ხანის სამაროვნებიც. ანტიკური ქალაქის აკროპოლისი ნამჭედურის გორა ნამოსახლარზე მოუწყვიათ, იგი თხრილითა და ხის ზღუდით გაუმაგრებიათ. წინაანტიკური და ანტიკური ხანის ფენები წარმოდგენილია მდინარე ოჩხამურისა და მდინარე ჩოლოქის შესართავის ზოლში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე. ქალაქის ნავთსაყუდლის მოვალეობას მდინარეთა კალაპოტები ასრულებდა. ფიჭვნარში მოსახლე თემები ადრიდანვე დაწინაურებულან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მელითონეობაში, მეთუნეობასა და თევზჭერაში. ადრინდელი რკინის ხანაში აქ მოპოვებული მაგნეტიტური სილისაგან რკინა-ფოლადს წურავდნენ და ფართოდ იყენებდნენ. ამგვარი სამეურნეო და კულტურული ცხოვრების იყო ძვ. წ. V საუკუნეში ფიჭვნარში ბერძენი მოახალშენეების დამკვიდრებაც. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ძვ. ფიჭვნარელების სავაჭრო-ეკონომოკურ კავშირზე ანტიკური სამყაროს დიდ საწარმოო ცენტრებთან, კერძოდ, მცირე აზიის, ეგეიდის, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის, კავკასიის იბერიის (ქართლის) და სხვა რეგიონების ქალაქებთან. ფიჭვნარსა და მის მიმდებარე ზოლს მოკლე ისტოტორიულ მონაკვეთში (5000—6000 წელი) არაერთხელ განუცდია გეომორფოლოგიური ცვლილებები, რაც მსოფლიო ოკეანის დონის რყევებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროცესს, კერძოდ, ე. წ. ლაზურ ტრანსგესიას უკავშირდება ძვ. წ. II—I საუკუნეებში ფიჭვნარის მიტოვება.
Pichvnari (Georgian: ფიჭვნარი, also transliterated as Pičvnari) is the site of a Colchian settlement; its ancient name is unknown. It is within modern Georgia, on the coast at the confluence of the Choloki and Ochkhamuri rivers, about 10 kilometres north of the seaside resort of Kobuleti.
Пичвнари (ფიჭვნარი; с грузинского «место сосен») — древнее колхидское поселение, отчасти колонизированное древними греками. Его останки обнаружены археологами на морском побережье Аджарии, в 10 км к северу от города Кобулети, в месте слияния рек Чолоки и Очхамури. Древнее название неизвестно. Экономический расцвет города относится к V—III вв. до н. э. Обнаруженные артефакты выставлены в Батумском археологическом музее.
پیچوناری (گرجی: ფიჭვნარი) یک سایت و ناحیه باستانی مربوط به تمدن کولخیس است. نام باستانی این منطقه ناشناخته است. ناحیه امروزی در ساحل محل تلاقی دو رودخانه چولوکی و اوچخاموری در ۱۰ کیلومتری شمال تفریحگاه ساحلی کبولتی در ناحیه آجارستان کشور گرجستان است.
no matches found
Archaeological sites in Georgia (country) | historic=archaeological_site |
Former populated places in the Caucasus | boundary=administrative, landuse=residential, place, admin_level |