37 items
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აჭარის ასსრ (რუს. Аджарская Автономная Советская Социалистическая Республика, Аджарская АССР, ყოფ. აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა [1936 წლის 5 დეკემბრამდე]; 16 ივნისი 1921 — 10 დეკემბერი, 1990) — საბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე და გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის ყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბათუმი.
მაჭახელი, მიჭიხიანი — ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც 1990 წელს წარმოიქმნა ყოფილი აჭარის ასსრ-ის ბაზაზე. მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცებს, აჭარასა და ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახელისა და სამცხის ტერიტორიებს. ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AJ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.
FIPS 10-4 (countries and regions): GG04; ISO 3166-2 code: GE-AJ; website: http://www.adjara.gov.ge/
The Kintrishi National Park (Georgian: კინტრიშის დაცული ლანდშაფტი) is a protected landscape in Kobuleti Municipality, Adjara, Western Georgia, located at the gorge of the Kintrishi River and was established in 2007.
ახოს ჯამე — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.
მერისი, აკავრეთა — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქედის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2236 მ. ერთვის მდინარე აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. სიგრძე 19 კმ, მდინარის აუზის ფართობი 134 კმ², საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 6,86 მ³/წმ.
ტვინარი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ შტოქედ წინაველაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1715 მ. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით — ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით, ზემო — ნატყევარი მდელოებით.
Zundaga Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Keda kasabasında bulunan ahşap bir camidir. 1860'lı yıllarda Laz Usta Kabaz Ahmed ve köy halkı tarafından yapılan caminin restorasyonuna 2015'te başlanmıştır. Caminin minaresi yoktur.
Hohna Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Keda kasabasında bulunan ahşap bir camidir.
შავშეთის ქედი — ქედი საქართველოსა და თურქეთის (ართვინის პროვინცია) საზღვარზე, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
წინაველა — ქედი საქართველოში, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს შავშეთის ქედის ჩრდილო ეროზიულ-დენუდაციურ მერიდიანულ შტოქედს, მდინარეების მერისისა (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ტბეთის (ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობებს შორის. სიგრძე 15 კმ. სიმაღლე მთა წინაველასთან — 2194 მ, გომასთან — 2360 მ. აგებულია მესამეულის დროინდელი ვულკანოგენური ქანებით. კალთები შემოსილია კოლხური შერეული ტყით, თხემური ნაწილი — სუბალპური მდელოს ბალახეულით.