211 items
ბჟუჟი — მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარცხენა შენაკადი. სიგრძე 32,5 კმ, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,3 მ³/წმ, ბჟუჟის მთავარი შენაკადებია კოლოვა და აჭისწყალი.
ქობულეთის ცენტრალური სტადიონი — სპორტული სტადიონი ქობულეთში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. სხვადასხვა დროს იყო „შუქურასა“ და „ქობულეთის“ საშინაო სტადიონი. დროებით არის ლანჩხუთის „გურიას“ საშინაო არენა. ტრიბუნები 6 000 ადამიანს იტევს.
კვირიკეს ჯამე — მეჩეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ცენტრში. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი..
The siege of Petra took place in 549 when the Eastern Roman (Byzantine) Empire, under Emperor Justinian I, besieged the strategic fortress of Petra in Lazica, held by the Sasanians. Petra's garrison took heavy casualties, but it stood firm until the arrival of a strong army under Mihr-Mihroe relieved the siege.
The siege of Petra was fought in 550 AD, between the Byzantines (East Romans) under general Bessas, and the Sasanian Persian garrison of Petra in the buffer state of Lazica. The strategic fortress had previously been held by the Byzantines before it was seized in 541 by the Sasanian king Khosrow I, and his Lazi allies. This conquest gave the Sassanian Empire access to the Black Sea and marked the beginning of the Lazic War. After a failed attempt to recapture Petra in 549, the Byzantine emperor Justinian I sent an army under Bessas to retake the fortress. The Byzantine historian Procopius described the resulting siege in vivid detail.
St. George's Church (Georgian: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია) is located in the village of Kvirike, Georgia. It is the new church rebuilt by local Greeks on the site of old ruins of the 12th century. The church houses the miraculous icon of St. George. The day of the temple is celebrated on 16 November.
The siege of Petra took place in 541 when the Sasanian Empire, under King of Kings Khosrow I, besieged the town of Petra in Lazica, held by the Eastern Roman (Byzantine) Empire. The Sasanians successfully captured the fortress.
ფიჭვნარი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, ქალაქ ქობულეთში, მის ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლთა დიდი ჯგუფი. უძველესია ადგილ ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, რომელიც ადრინდელი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და 2 ქრონოლოგიურ ჰორიზონტს შეიცავს. დასახლება წარმოქმნილია ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში, მიუტოვებიათ ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში. გამოვლენილია ადგილობრივი კერამიკა, ყუამილიანი ცულების ჩამოსასხმელი ყალიბები და ამგვარივე ცულის ხის მოდელი, ტიგელებისა და საბერველების საქშენი მილების თიხის მოდელები, თიხის მცირე ზომის ქანდაკებები, კაჟის ისრისწვერები, მტკვარ-არაქსის კულტურის სათუნეო ნაწარმის ნატეხები და ა. შ. ქვედა ჰორიზონტის სახლები (ჯარგვალები) უშუალოდ სილაზე დგას, ხოლო ზედა ჰორიზონტისა ხიმინჯებზე შემდგარ ბაქნებზეა გამართული. ქრონოლოგიურად ისპანის მომდევნოა მის ჩრდილოეთით, მდინარე ოჩხამურის ნაპირას გამოვლენილი ნამჭედურის გორანამოსახლარი. იგი შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულს წარმოქმნილა და ძვ. წ. II საუკუნემდე უარსებია. ნამჭედურის გარშემო და ჩოლოქ-ოჩხამურის შესართავთან სხვა ნამოსახლარებია, ხოლო შავიზღვისპირულ ტერასზე — ძვ. წ. VIII—VII საუკუნეების დიუნური სადგომები. ძვ. წ. VI—V საუკუნეებში ამ დასახლებათა ბაზაზე წარმოქმნილია ქალაქური ტიპის დასახლება, სადაც ძვ. წ. V საუკუნეში ბერძნული თემიც გაჩენილა. ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარზე ერთმანეთის გვერდით არის კოლხური თემებსა და ბერძნული თემის ვრცელი სამაროვნები, იქვეა ელინური ხანის სამაროვნებიც. ანტიკური ქალაქის აკროპოლისი ნამჭედურის გორა ნამოსახლარზე მოუწყვიათ, იგი თხრილითა და ხის ზღუდით გაუმაგრებიათ. წინაანტიკური და ანტიკური ხანის ფენები წარმოდგენილია მდინარე ოჩხამურისა და მდინარე ჩოლოქის შესართავის ზოლში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე. ქალაქის ნავთსაყუდლის მოვალეობას მდინარეთა კალაპოტები ასრულებდა. ფიჭვნარში მოსახლე თემები ადრიდანვე დაწინაურებულან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მელითონეობაში, მეთუნეობასა და თევზჭერაში. ადრინდელი რკინის ხანაში აქ მოპოვებული მაგნეტიტური სილისაგან რკინა-ფოლადს წურავდნენ და ფართოდ იყენებდნენ. ამგვარი სამეურნეო და კულტურული ცხოვრების იყო ძვ. წ. V საუკუნეში ფიჭვნარში ბერძენი მოახალშენეების დამკვიდრებაც. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ძვ. ფიჭვნარელების სავაჭრო-ეკონომოკურ კავშირზე ანტიკური სამყაროს დიდ საწარმოო ცენტრებთან, კერძოდ, მცირე აზიის, ეგეიდის, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის, კავკასიის იბერიის (ქართლის) და სხვა რეგიონების ქალაქებთან. ფიჭვნარსა და მის მიმდებარე ზოლს მოკლე ისტოტორიულ მონაკვეთში (5000—6000 წელი) არაერთხელ განუცდია გეომორფოლოგიური ცვლილებები, რაც მსოფლიო ოკეანის დონის რყევებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროცესს, კერძოდ, ე. წ. ლაზურ ტრანსგესიას უკავშირდება ძვ. წ. II—I საუკუნეებში ფიჭვნარის მიტოვება.
ბობოყვათის სამი მღვდელმთავრის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში. სამი მღვდელმთავრის წმინდა ბასილი დიდის, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1999, დასრულდა 2009 წელს. სამი მღვდელმთავრის ეკლესიაში ინახება 28 წმინდანის სიწმინდე. ტაძრის დღესასწაული 12 თებერვალს აღინიშნება.
დეხვა — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს დაგვის ქედის დასავლეთ ფერდობიდან (მთა ქვაკვერცხა), ზღვის დონიდან 1120 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარე კინტრიშთან ახლოს სამხრეთით. სიგრძე დაახლოებით 14 კმ, ხოლო მდინარის აუზის ფართობი 41 კმ²-ია, ვარდნა 16,3 მ.კმ. ახასიათებს ხანმოკლე წყალდიდობა შემოდგომაზე თავსხმა წვიმების გამო და გაზაფხულზე თოვლის დნობის შედეგად, გააჩნია საკმაოდ ღრმა ხეობა ზემო წელში, აგრეთვე ხასიათდება ჩანჩქერებით.
ნებოძირის ქედი — ქედი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მესხეთის ქედის განშტოებას, მდინარეების ბჟუჟისა და კინტრიშის ზემოთების წყალგამყოფს. უმაღლესი ადგილია ნებოძირის მთა (2364 მ). აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, არგილითებით, ანდეზიტური განფენით. კალთები დამრეცია, შემოსილია უმთავრესად წიფლნარით. თხემზე სუბალპური მდელოებია.
A total solar eclipse occurred on August 12, 1654. A solar eclipse occurs when the Moon passes between Earth and the Sun, thereby totally or partly obscuring the image of the Sun for a viewer on Earth. A total solar eclipse occurs when the Moon's apparent diameter is larger than the Sun's, blocking all direct sunlight, turning day into darkness. Totality occurs in a narrow path across Earth's surface, with the partial solar eclipse visible over a surrounding region thousands of kilometres wide.
გოდერძის ნამარხი ტყე, გოდერძის ფლორა — მესამეული პერიოდის განამარხებული ფლორა საქართველოში, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ქვაბლიანისა და აჭარისწყლის ზემო შემდინარეთა აუზებში, ზღვის დონიდან 1600–2100 მ სიმაღლეზე. საერთო ფართობი 365 ჰა.
დიდაჭარის ჯამე — მეჩეთი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ საციხურში. თავდაპირველად იგი იყო სოფელ დიდაჭარის მეჩეთი. მიეკუთვნება XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისს.
ძინძისწყალი (ძინძე, ძინძესწყალი) ― მდინარე ადიგენის და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 15,0 კმ.
ღორჯომისწყალი, საციხური — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2165 მ სიმაღლეზე. სიგრძე 13,4 კმ, მდინარის აუზის ფართობი 97 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. ღორჯომისწყლის საშუალო წლიური ხარჯია 3,6 მ³/წმ.
Çao Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Çao köyünde bulunan ahşap bir camidir. 1909 ve 1912 yılları arasında Batumlu Laz ustalar tarafından yapılan cami 1993-95 yılları arasında restore edilmiştir. Caminin ilk minaresi 1936'da Sovyet yetkililerin talimatıyla yıkıldı. Aynı yıl köyün camisi ambara, caminin yanındaki medrese ise sosyal kulübe dönüştürüldü. Caminin içi mısır sapı motiflerinden oluşan duvar resimleriyle süslenmiştir.
Purtio Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Hulo kasabasında bulunan ahşap bir camidir. 1895 (Hicri 1312) yılında Laz usta Ömer Hüroğlu tarafından yapılmıştır. Caminin minaresi vardır.
Ğorcomi Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Hulo kasabasında bulunan ahşap bir camidir. 1902 yılında Laz Ahmed Usta ve Ömer Usta tarafından yapılan cami 1989'da restore edilmiştir. Caminin minaresi ve beş kubbesi vardır. Caminin ilk minaresi 1930'da yıkıldı ve 1989'daki restorasyon sırasında yeniden inşa edildi. 1989'da inşa edilen minare yıkıldığı için 2014'te yeni bir minare yapıldı.
მაჭახელი, მიჭიხიანი — ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში.
ახოს ჯამე — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. შედგება ორი ეროვნული პარკისა და ორი დაცული ტერიტორიის სულ შვიდი კომპონენტისაგან. კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები გადაჭიმულია შავი ზღვის ზომიერად თბილი და ნოტიო აღმოსავლეთ სანაპიროს 80 კილომეტრის მანძილზე.
World Heritage Site ID: 1616
ტვინარი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ შტოქედ წინაველაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1715 მ. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით — ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით, ზემო — ნატყევარი მდელოებით.
მერისი, აკავრეთა — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქედის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2236 მ. ერთვის მდინარე აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. სიგრძე 19 კმ, მდინარის აუზის ფართობი 134 კმ², საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 6,86 მ³/წმ.
ხინოწმინდა — ხინოწმინდის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი. მდებარეობდა სოფელ ხინოში, სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოვაკებულ ტერიტორიაზე. დღესდღეობით მისი მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი.
Hala Camii (Gürcüce: ხალა ჯამე) Güneybatı Gürcistan'ın Acara bölgesindeki Kobuleti kentinde konumlanmış, taştan yapılmış bir camidir. Günümüzde aktif olarak kullanılmaktadır. Çakvistskali Nehri'nin yanında konumlanmıştır.
ქობულეთ-ჩაქვის ქედი — ტექტონიკურ-ეროზიული ქედი საქართველოში, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. გამოეყოფა მესხეთის ქედს მწვერვალ ხინოსთან და გრძელდება სამხრეთ-დასავლეთისაკენ ერგეს ბორცვებამდე. ქედი მდინარეების აჭარისწყლის (სამხრეთით), კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის (ჩრდილოეთით) აუზების წყალგამყოფია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1100–1200 მ. მაქსიმალური სიმაღლე 2235 მ (მთა პერანგა). მესხეთის ქედს განედურად გამოეყოფა ქობულეთის ქედი, ხოლო ქობულეთის ქედს მერიდიანულად ჩაქვის ქედი. ქობულეთ-ჩაქვის ქედი აჭარას ორ ნაწილად ყოფს: ზღვისპირა და შიგა მთიან აჭარად. იგი ამავდროულად კლიმატგამყოფიცაა.
ცენტრალური სტადიონი — სპორტული სტადიონი ბათუმში, საქართველო. ძირითადად გამოიყენებოდა საფეხბურთო მატჩებისათვის. იყო ბათუმის დინამოს საშინაო მოედანი. თავდაპირველად იტევდა 18,000 მაყურებელს, 2002 წელს ტრიბუნის 2/3 დაანგრიეს, ფან-ტრიბუნა ჯუნგლების ნაცვლად დაიდგა დიდი საკონცერტო სცენა. ამ ყოველივეს შემდეგ სტადიონი იტევდა 4,400 მაყურებელს, 2006 წელს გაიყიდა და დაინგრა, მის ადგილას შენდება სასტუმრო კემპინსკი.
ბათუმის ოლქი (რუს. Батумская область; 1878-1883, 1903-1921) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული რუსეთის იმპერიაში, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მახინჯაური — დასახლება ბათუმის დაქვემდებარებაში, მწვანე კონცხის უბანში. მახინჯაურში არის რკინიგზის სადგური.
აჭარის სახელმწიფო მუზეუმი – არის მუზეუმი ბათუმში, საქართველო. დაარსდა 1908 წელს.
The Batumi Mosque (Georgian: ბათუმის მეჩეთი, batumis mecheti, orta jame) is a mosque in Batumi, Adjara, Georgia, which is a home to a sizable Muslim community. It was commissioned by the family of Aslan Beg (the equivalent of duke) Khimshiashvili, a Muslim Georgian nobleman in 1866. The walls of the mosque were painted by the Laz brothers. The mosque is popularly known as the "Jamia in the middle" ("ორთა ჯამე", orta jame) for it once stood in between two other mosques which have not survived.
Freedom Square (Georgian: თავისუფლების მოედანი, tavisuplebis moedani) is a central square in Batumi, Georgia’s autonomous republic of Adjara. It is adjacent to Batumi's Black Sea port.
Batumi Stalin Museum was a museum in Batumi, Georgia. It commemorated Joseph Stalin, who was active in socialist agitation among Batumi's refinery workers during 1901–1902. It closed in 2013, after suffering low visitation.
Operation Assured Delivery was the United States Armed Forces' humanitarian response to humanitarian needs in Georgia following the Russo-Georgian War in 2008. The logistical operation provided medical supplies, shelter, food and hygiene provisions for the civilian population of Georgia.
A fire in the Leogrand Hotel & Casino in Georgia's Black Sea city of Batumi occurred on the night of 24 to 25 November 2017. It left 11 people dead. After the incident, the hotel rebranded itself as Welmond.
ბათუმის პიაცა — მოზაიკა ქალაქ ბათუმში, პიაცას მოედანზე. დიამეტრი 106 მ². ეს მოზაიკა ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ ფიგურატულ მარმარილოს მოზაიკად. მოზაიკის ავტორია ქართველ-შვეიცარიელი დიზაინერი ნატალი (ნატალია) დე პიტა-ამირეჯიბი
ბათუმის ოკრუგი (რუს. Батумский округ; 1878-1921) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ-სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. ადმინისტრაციული ცენტრი — ბათუმი.
ბაბილონ თაუერი — მშენებარე ცათამბჯენი (ამჟამად შეჩერებულია) ბათუმში, საქართველოში. მისი სიმაღლეა დაახლოებით 190 მეტრი (47 სართული). დასრულების შემდეგ, ის იქნება ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბათუმში ორბის ტყუპი კოშკების შემდეგ (50 სართული). ბაბილონის კოშკი გახდება ერთ-ერთი იმ მრავალი ახალი შენობიდან, რომლებიც ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში აშენდა, რაც ტურისტული ინდუსტრიის განახლებას გამოიწვევს. მშენებლობას ზედამხედველობს ომერ ილქნური . ბაბილონის კოშკი უნდა მოიცავდეს 4-ვარსკვლავიან სასტუმროს, კაზინოს, რეზიდენციებს, სოციალურ დაწესებულებებს, მაღაზიებს, ოფისებს, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს.
website: http://www.babillontower.com
Памятник жертвам войны — утраченный обелиск в честь погибшим в Великую Отечественную войну грузинам, установленный в 1965 году и разрушенный (под видом переноса) в 2012 году. Памятник представлял из себя стелу белого цвета на верхней части которой были написаны годы 1941—1945. Обелиск находился в центре города Батуми у порта.
Street address: ქ. ბათუმი, კოსტავას ქ. №14/ზ. გამსახურდიას ქ. №12, ბათუმი (from Wikidata)
ბათუმში თოჯინების თეატრი XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ასეთი ტიპის თეატრი „ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით აჭარაში 1936 წელს გაიხსნა, მანამდე ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი.
website: http://www.puppet-show.org
De Militaire Kathedraal van Alexander Nevski (Russisch: Войсковой собор Святого Александра Невского) was een Russisch-orthodoxe kathedraal in de Georgische stad Batoemi. De kathedraal werd gebruikt door de in Batoemi gelegerde Russische militairen.
Street address: Vakhtang Gorgasali 9; Вахтанг Горгасали 9 (from Wikidata)
website: https://batumi.works/
ბათუმის რესპუბლი იყო ბრიტანეთის მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც ოდესღაც არსებობდა ბათუმში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში .
Le stade de rugby de Batoumi (en géorgien : ბათუმი რაგბის მოედანი, désigné à l'international en tant que Batumi Rugby Arena) est un stade de rugby à XV de 2 484 places situé à Batoumi, en Géorgie.
ფერია — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფერია, ახალშენის მეურნეობა, მნათობი). მდებარეობს კახაბრის ვაკეზე, ზღვის დონიდან 70 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1830 კაცი. სოფელში არის ფერიის საჯარო სკოლა. სოფელში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში ემიგრირებული აფხაზები, ე. წ. მუჰაჯირები.
Le Sheraton Batoumi est un gratte-ciel construit de 2008 à 2010 à Batoumi, dans l'ouest de la Géorgie. Il mesure 118 mètres de hauteur pour 22 étages.
Street address: 28, rue Roustavéli Batoumi, 6000 (from Wikidata)
website: http://www.sheratonbatumi.com, https://www.marriott.com/hotels/travel/bussi-sheraton-batumi-hotel/
Street address: 40 Rustaveli Ave (from Wikidata)
website: https://www.hilton.com/en/hotels/busbthi-hilton-batumi/
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც 1990 წელს წარმოიქმნა ყოფილი აჭარის ასსრ-ის ბაზაზე. მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცებს, აჭარასა და ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახელისა და სამცხის ტერიტორიებს. ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AJ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.
FIPS 10-4 (countries and regions): GG04; ISO 3166-2 code: GE-AJ; website: http://www.adjara.gov.ge/
ფურტიო — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადების — სხალთისა და ჩირუხისწყლის წყალგამყოფ სხალთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1558 მ. ფურტიო აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. შემოსილია შერეული ტყით.
თლილი (თურქ. Kırma Dağı) — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2540 მ. აქვს გუმბათისებრი მოყვანილობა. აგებულია ანდეზიტ-დაციტური ლავით. კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპური ტყეებითა და ლიხით, ზემოთ — სუბალპური მდელოებით.
თავსახნისი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილო-დასავლეთ შტოქედ — შერთულის ქედზე, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადის — ჩირუხისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2597 მ. აგებულია ნეოგენური ვულკანოგენური ქანებით (გოდერძის წყება). თავსახნისის სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები დამრეცია, დანარჩენი — ციცაბო. დაფარულია სუბალპური ბალახეულით.
ჩხერის ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე ჩხერისწყალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ჩხუტუნეთში.
Zundaga Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Keda kasabasında bulunan ahşap bir camidir. 1860'lı yıllarda Laz Usta Kabaz Ahmed ve köy halkı tarafından yapılan caminin restorasyonuna 2015'te başlanmıştır. Caminin minaresi yoktur.
Hohna Camii, Gürcistan'ın Acara bölgesindeki Keda kasabasında bulunan ahşap bir camidir.
შავშეთის ქედი — ქედი საქართველოსა და თურქეთის (ართვინის პროვინცია) საზღვარზე, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
წინაველა — ქედი საქართველოში, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს შავშეთის ქედის ჩრდილო ეროზიულ-დენუდაციურ მერიდიანულ შტოქედს, მდინარეების მერისისა (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ტბეთის (ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობებს შორის. სიგრძე 15 კმ. სიმაღლე მთა წინაველასთან — 2194 მ, გომასთან — 2360 მ. აგებულია მესამეულის დროინდელი ვულკანოგენური ქანებით. კალთები შემოსილია კოლხური შერეული ტყით, თხემური ნაწილი — სუბალპური მდელოს ბალახეულით.
Boloko (georgiska: ბოლოკო) är ett vattendrag i Georgien. Det ligger i regionen Adzjarien, i den västra delen av landet. Boloko mynnar som vänsterbiflod i Çoruh (Tjorochi), som i sin tur mynnar i Svarta havet.
გონიოს ტბა — ტბა საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოსთან. ტბის ქვაბული მოქცეულია ზღვის სანაპირო დიუნებს შორის, ზღვის დონიდან 0,5 მ სიმაღლეზე. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ზედაპირის ფართობი 0,06 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, წყლის მოცულობა 5,4 ათ. მ³. გონიოს ტბა უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. მინიმალური დონე ზაფხულში აქვს, მაქსიმალური — შემოდგომაზე.
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აჭარის ასსრ (რუს. Аджарская Автономная Советская Социалистическая Республика, Аджарская АССР, ყოფ. აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა [1936 წლის 5 დეკემბრამდე]; 16 ივნისი 1921 — 10 დეკემბერი, 1990) — საბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე და გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის ყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბათუმი.
The Kintrishi National Park (Georgian: კინტრიშის დაცული ლანდშაფტი) is a protected landscape in Kobuleti Municipality, Adjara, Western Georgia, located at the gorge of the Kintrishi River and was established in 2007.